Tuesday, November 11, 2014

სილაბუსი

ქართული ენა


კომპონენტები
ინსტრუქცია
1.
მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო  ინფორმაცია

მარინე გრიგოლია
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 551099466
2.
სასწავლო საგნის
სახელწოდება
ქართული ენა და ლიტერატურა
3.
სწავლების კლასი
III კლასი
4.
სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
ორი სემესტრი
35 კვირა    174 სასწავლო დღე
პირველი სემესტრი  - 75 სასწავლო დღე
მეორე  სემესტრი     99   -სასწავლო დღე
5.
სასაწავლო კურსის  ზოგადი აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.
6.
სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი.
7.
სასაწავლო საგნის მიზანი

პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:

·         განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·         გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·         განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·         ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
·         შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; 
·         გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

·         კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
·         ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
·         აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·         მსჯელობის უნარის განვითარება;
·         სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·         ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·         ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·         ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·         საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
·         სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·         ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
·         მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
·         ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
·         სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზის და შექმნის უნარის გამომუშავება;
·         მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
·         ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.


8.
ძირითადი თემები
1.დაგვემშვიდობა ზაფხული (კ. გოგიშვილი)
2.წერილი მურას (ქ. ჭილაშვილი)
3.მოსწავლე და მასწავლებელი (ა. წერეთელი)
4.ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი (ქართული ხალხური ზღაპარი)
5.მოხუცის ნატვრა (ხალხური)
6.მეფე მწიგნობარი (შ. ბადრიძე)
7.პატარა საქართველო სპარსეთში (ი. გოგებაშვილის მიხედვით)
8.საინგილო ((ი. გოგებაშვილის მიხედვით)
9.ვაზის სიმფონია (ნაწყვეტი, შ. ნიშნიანიძე)
10.როგორ გაიყვეს ძმებმა ქონება (აფხაზური თქმულება, თარგმნა ვ. კაკაბაძემ)
11.ვაზი და გლეხკაცი (ლ. და ვინჩი, თარგმნა ქ. დუმბაძემ)
12.შემოდგომის სურათი (ნ. დუმბაძე)
13.,,ერთი- შენ, ერთი-მე!“ (ქ.ჭილაშვილი)
14.რატომ კარგავენ წივწივები წელიწადში ერთხელ გონებას (ე. ს. თომპსონი, თარგმნა ც. ცერცვაძემ)
15.ძმები (ქართული ხალხური ზღაპარი)
16.მიწას პატრონი უნდა (ქართული ხალხური ზღაპარი)
17.საუბარი მამასთან (მ, შამანაძე)
18.ჭორიკანა კაჭკაჭი (ჭ. ამირეჯიბი)
19.პაწაწინა პინგვინი(დ.ბისეტი, თარგმნა რ. ინანიშვილმა)
20.მოკლე გზა (ვლ.ასლამაზიშვილი)
21.ფურცლები(ქ. ჭილაშვილი)
22.თოვლი მოვიდა! (ვ. ტატიშვილი)
23.მამულის უკვდავება ვინატროთ! (ნ. დუმბაძე)
24.მრავალ ახალ წელს (გ. ტაბიძე)
25.ზამთარი ( გ. ძნელაძე)
26.უბედური ქორბუდა ( ირ. ევდოშვილი)
27.რისთვის დაიბადა ადამიანი (ჯ როდარი)
28.ჯერ მტერი მერე მოკეთე (ალ. მირიანაშვილი)
29.საყვედური ტყვეობაზე უარესია (სულხან -საბა ორბელიანი)
30.ვიოლინო (შემოკლებით. გ. ვარაზანაშვილი)
31.ჯადოსნური სიტყვა (ვ. ოსეევას მიხედვით)
32.ის კი არ არის ბიჭობა (ნაწყვეტი. ვაჟა-ფშაველა)
33.სამასი თავდადებული გლეხი (ი. გოგებაშვილის მიხედვით)
34.ცხრა ძმა ხერხეულიძე (ი. გოგებაშვილის მიხედვით)
35.თამარ მეფე (ი. გოგებაშვილის მიხედვით)
36.რუქნადინის დამარცხება
37.ჩვენი დედა საქართველო (ჯ. ნიქაბაძე)
38.ფიცი (შემოკლებით, ო. იოსელიანი)
39.შევცდით (ნ. ნოსოვის მიხედვით)
40.ერთი მანეთის შოვნა (ქართული ხალხური ზღაპარი)
41.მოხუცის დარიგება (ი. გრიშაშვილი)
42.რას გალობს შაშვი? (ი. ევდოშვილი)
43.შემოვლენ როკვით (ა. კალანდაძე)
44.ბალახის სიმღერა (მ. ტოგონიძე)
45.რატომ დამუნჯდნენ ხეები? (ესტონური ხალხური ზღაპარი)
46.ჭიამაია და ბოროტი კაცი ( ჭ. ამირეჯიბი)
47.ვირის ჭკუა (ო. იოსელიანი)
48.ჭიანჭველა და ფუტკარი(გ. ტოგონიძე)
49.ჭრიჭინა და ჭიანჭველა (ი. კრილოვი, თარგმნა ა. წერეთელმა)
50.გიას ნამყენი (ლ. ჭიჭინაძე)
51.დარის ღრუბელი 9მ. ბოლქვაძე)
52.ცა და დედამიწა (ხალხური)
53.ყვავილების ნადიმი (ლ. ბოცვაძე)
54.ქეთინო (ქ. ჭილაშვილი)
55.როგორ შევასრულე როლი (ქ. ჭილაშვილი)
56.მოხერხებული ტომი (ნაწყვეტი, მარკ ტვენი, თარგმანი გ. ყიფშიძისა)
57.დიდი ტყუილი (შემოკლებით, ნ. ბეზარაშვილი)
58.მოლაპარაკე თითები (კ. იმედაშვილი)
59.,,ჩემია,  ჩემი!“(შემოკლებით, ო. იოსელიანი)
60.მაისი (კ. ნადირაძე)
61.წვიმასა და მზეში (ნაწყვეტი, რ. ინანიშვილი)
62.ზაფხული (მ. ლებანიძე)

9.
სასწავლო საგნის ამოცანები

დაწყებითი სწავლება მოიცავს ექვსწლიან ციკლს. სკოლის ეს პერიოდი მოითხოვს სწავლების ამოცანების წარმოდგენას ინტეგრირებული, კოორდინირებული სახით. ამდენად, ამ შემთხვევაში წამყვანი პრინციპია საგნის (ენისა და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა.

დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:


ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:

·      სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა; 
·      წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
·      სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
·      ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
·      მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
·      გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.
                       
 ენის  კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:

·      სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;
·      კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
·      საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;
·      კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
·      სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი  ტექსტების შეთხზვა.
                       
 მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

·      სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
·      მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების  დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
·      ტექსტის ეპიზოდების  ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
·      გმირის საქციელის შეფასება;
·      მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი  ფუნქციის ახსნა;
·      მხატვრული ტექსტების შექმნა;
·      საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.

 

მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება  თვითგამოხატვისათვის აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის - მიმართულებით. ამავე დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით სკოლაში ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.

ტექსტების ნაირეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც მოსწავლე უნდა მოამზადოს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული, შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის  უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფლად გამოხატვა.


10.
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
 მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
 მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრი-ლი, დღის/კვირის განრი-გი,  კულინარული  რეცე-პტი, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათე-ბლების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
 მოსწავლეს შეუ-ძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
 მოსწავლეს შეუძ-ლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცა-ლკეული ფრაგმენტი გარ-დაქმნას აზრობრივ ნახატად.
 მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
 მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
 მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
 მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.



11.
კურსის ორგანიზაცია
11.1 მენეჯმენტის ხერხები
11.2 მეცადინეობის ფორმები
11.3 სწავლების მეთოდები

საერთო საკლასო მუშაობა
ინდივიდუალური (დამოუკიდებელი) მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
         
 ლექცია, სემინარი,პრაქტიკული მეცადინეობები;
ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობენ მასწავლებელი და მოსწავლე,  ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას.
სემინარის დანიშნულებაა მოსწავლეებს მიეცეს გაკვეთილზე მოსმენილი თემების გაღრმავებისსაშუალება. პედაგოგის მითითებით მოსწავლე მოიძიებს დაამუშავებს დამატებით ინფორმაციას, ამზადებს
პრეზენტაციას, წერს ესეს და სხვ.  საბოლოდ კეთდება დასკვნები.
პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისსაშუალებით თეორიული მასალის თანდათანობითი შესწავლა, რაც თეორიული მასალისდამოუკიდებლად გამოყენების ჩვევების გამომუშავების საფუძველია.

1. დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულიმეთოდი. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს ოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსადა აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არშემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს მოსწავლეებს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
2. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება – იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაცჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ შეისწავლოს, არამედდაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრიმუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
3. ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფურად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფის წევრებიინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ თავისმოსაზრებებს ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარეშესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციებისგადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის მაქსიმალურჩართულობას სასწავლო პროცესში.
4. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნისმიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს კონკრეტულ პრობლემას.
5. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება დასმული ამოცანისეტაპობრივგადაწყვეტას. ესპროცესი სწავლებისას ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორისკავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

6. გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული მეთოდიშემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე. მეთოდი გულისხმობს თემისფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა დაგამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს პრობლემისადმიშემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. მეთოდის გამოყენება ეფექტიანიამრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადიეტაპისგან:
 პრობლემის/საკითხის განსაზღვრა შემოქმედებითი კუთხით;
 დროის გარკვეულ მონაკვეთში საკითხის ირგვლივ მსმენელთა მიერგამოთქმულიიდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე);
 შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის
დასადგენად;
 შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ გასაზღვრული კრიტერიუმებით;
 გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებადასმულ საკითხს;
 უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის
საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
7 . დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენასგულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირშემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზითმოვაწოდოთმოსწავლეებს  შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორცმასწავლებლის, ასევე მოსწავლის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთსასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულებამოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად
წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
8. ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არისმიმართული ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდანზოგადისკენ.
9 . დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესსწარმოადგენს ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
10. ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის,
შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით
არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
11. სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი
მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის დანახვისუნარის განვითარებას.
12 .ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია,
თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით
გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო მოსწავლეები  მოსმენით,დამახსოვრებითა და
გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.5
13 . წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებმოქმედებებს:
ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა,
რეფერატის ან ესეს შესრულება და სხვ.
14. პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც
მოსწავლეს  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ამ შემთხვევაში მოსწავლე შეძენილიცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას, მაგალითად,  რუკის კითხვა, სქემების შედგენა და სხვ.
15. ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლისდაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
16. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პედაგოგისა და მოსწავლის ქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენსთეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
17 . პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხებისერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა მო სწავლის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი პრეზენტაციისპირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციასა დაპასუხისმგებლობას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკულიაქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.
12.
სასწავლო კურსის შეფასება
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
·         ტექსტების ინტერპრეტირება;
·         ტექსტების შედარებითი ანალიზი;
·         თხრობა;
·         მსჯელობა;
·         სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
·         ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
·         გამომხატველობითი კითხვა;
·         გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
·         მართლწერა;
·         შემოქმედებითობა;
  • სასწავლო სტრატეგიების  (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
  • მხატვრული ხერხების ცოდნა;
  • ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
  • ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
·         შემოქმედებითობა;
·         თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
·         სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
·         სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი.

უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:

  • დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
  • დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
  • თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური  პრეზენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
  • პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცე შემდეგ უნარ-ჩვევებს:
  • ხმამაღალი კითხვა;
  • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
  • გამოწერა;
  • გადაწერა;
  • კარნახით წერა;
  • წარმოსახვის უნარი;
  • ეპიზოდების თხრობა;
  • შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
  • შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.


შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ  შედეგებს.

შემაჯამებელ დავალებათა  ტიპები:

სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
  • მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
·         არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის  შესახებ;
·         ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
·         ესეის შედგენა;
·         პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
·         გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური  ან გუნდური);
·         ლიტერატურული სალონი;
·         ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
·         სხვა.


13.
რესურსები:
მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტ საიტები,  ადამიანური რესურსები

ქართული ენა და ლიტერატურ - ნ.მაღლაკელიძე, ც.ყურაშვილი,
ე.მაღლაკელიძე გამომცემლობა შპს  ,,მერიდიანი” 2011წ
ჩვენი ენა ქართული-ნ. მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი, ე. მაღლაკელიძე-2011წ          წიგნის სამყარო  -ნ. მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი, ე. მაღლაკელიძე-2011წ
ქართული ენა და ლიტერატურა (მასწავლებლის წიგნი)-ნ. მაღლაკელიძე,      ც. ყურაშვილი, ე. მაღლაკელიძე   გამომცემლობა   შპს ,,მერიდიანი“-2011წ

 უკაბელო ლოკალური ქსელი,   როუტერი,       ბუქები,   პროგრამა ,,კლასის მართვა“ 
Google.ge,      Wikipedia.
მასწავლებელი, მოსწავლე,  დირექცია, მშობელი.
14.
მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები


მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.
 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
 მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება
მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
 მოსწავლეს შეუძ-ლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუს-ტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლოპედიიდან,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
 მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსე-ბითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
 მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
 მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
 მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება ტექსტის შექმნისას.
 მოსწავლეს შეუძლია  ტექსტის ჩასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.
                                  
15.
სამუშაო დის-ციპლინა
15.1
წლის მანძილ-ზე ჩასატარებე-ლი ტესტირე-ბის რაოდენობა
15.2 წახალისების
ფორმები





11 ტესტური დავალება (თან ერთვის სილაბუსს)
მოსწავლეთა წასახალისებლად გამოიყენება შინაგანი და გარეგანი მოტივაციის  ფორმები:
  .მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.
  .არჩევანის თავისუფლების მინიჭება.
  .თამაშის ტიპის აქტივობების ჩართვა. 
   .სიგელის მადლობის ბარათების გაცემა კარგი და გაუმჯობესებული შედეგებისათვის.
   . წერილობითი და სიტყვიერი შექება.



მათემატიკა


კომპონენტები
ინსტრუქცია
1.
მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო  ინფორმაცია

მარინე გრიგოლია
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 551099466
2.
სასწავლო საგნის
სახელწოდება
მათემატიკა
3.
სწავლების კლასი
III კლასი
4.
სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
ორი სემესტრი
35 კვირა   174  სასწავლო დღე
პირველი სემესტრი -75სასწავლო დღე
მეორე  სემესტრი-   99 სასწავლო დღე
5.
სასაწავლო კურსის  ზოგადი აღწერა
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა, ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკის გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა. მათემატიკაში შექმნილი აბსტრაქტული სისტემები და თეორიული მოდელები გამოიყენება კანონზომიერებების შესასწავლად, სიტუაციის გასაანალიზებლად და პრობლემების გადასაჭრელად.
პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მის არსში წვდომა, ადეკვატური მათემატიკური აპარატის შერჩევა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - მისი შემუშავება; შესასწავლი პროცესისა თუ ობიექტის გააზრებული მოდელის შექმნა, მიღებული მოდელის საშუალებით საჭირო დასკვნების გაკეთება და შემდეგ მათი ინტერპრეტაცია. პრაქტიკული თუ სამეცნიერო პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და საინტერესო ამოცანებით. აქედან გამომდინარე, სწავლებისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნიკური პროცესების მართვისას, საყოფაცხოვრებო თუ მეცნიერული პრობლემების გადაჭრისას და მათემატიკური ცოდნის, როგორც ლოგიკურად გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და გადაცემას. გარდა ამისა, მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსის გადატანა როგორც პრაქტიკული ასევე მეცნიერული ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.


6.
სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი.
7.
სასაწავლო საგნის მიზანი
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზნებია:
    მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
    დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;
    მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
    მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
    სწავლის შემდგომი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
    ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელთა ჩამოყალიბებასაც ემსახურება თანამედროვე მათემატიკური განათლება:

მსჯელობა-დასაბუთება

    ვარაუდის გამოთქმა და კერძო შემთხვევბში მისი კვლევა;
    საწყისი მონაცემების შერჩევა და ორგანიზება (მათ შორის აქსიომების ან/და უკვე ცნობილი ფაქტების); არსებითი თვისებებისა და მონაცემების გამოყოფა;
    დამტკიცების, დასაბუთების ხერხის შერჩევა (მაგალითად. დასაბუთებისას საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდის გამოყენება, ევრისტული მეთოდის გამოყენება);
    სხვადასხვა ტიპის გამონათქვამის ადეკვატური გამოყენება; მაგალითად: პირობითი გამონათქვამის (“თუ ... მაშინ”), რაოდენობრივი შინაარსის გამონათქვამის, დაშვების, განსაზღვრების, თეორემის, ჰიპოთეზის, შემთხვევათა ჩამონათვალის;
    არჩეული სტრატეგიის ვარგისიანობისა და მისი გამოყენების საზღვრების განხილვა;
    მსჯელობის ხაზის განვითარება, ალტერნატიული გზის მოძებნა, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთება; განზოგადებით ან დედუქცით მიღებული დასკვნების ახსნა და დასაბუთება;
    თეორემების, დებულებების დასკვნის ანალიზი ერთი ან რამდენიმე პირობის, შეზღუდვის შესუტებით ან მოხნით;
    გამონაკლისი შემთხვევების აღნიშვნა და მათი განზოგადების არამართებულობის დასაბუთება კონტრმაგალითის მოძებნით.

კომუნიკაცია

    ტერმინების, აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად გამოყენება;
    ინფორმაციის წარმოდგენის ხერხებისა და მეთოდების ფლობა, გამოყენება; სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია, მასზე მსჯელობა, ერთმანეთთან დაკავშირება;
    სხვისი ნააზრევის გაგება და გაანალიზება;
    ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და საკითხის გათვალისწინებით;
    ინფორმაციის გადაცემისას საკითხის არსის (მაგალითად, ობიექტის არსებითი თვისებების) წარმოჩენა.

მოდელირება

    ფიგურების და ობიექტების ზომების, აგრეთვე მათ შორის მანძილების, მასის, ტემპერატურის და დროის გასაზომად გზებისა და მეთოდების პოვნა და გამოყენება; პროცესის ან რეალური ვითარების მოდელირებისათვის საჭირო მონაცემების შერჩევა და მოპოვება;
    ჩვეულ გარემოში (ყოველდღიურ ცხოვრებაში) მათემატიკური ობიექტებისა და პროცესების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება მოდელის აგებისას, პრაქტიკული (ყოფითი) ამოცანების გადაჭრისას;
    მოცემული მოდელის ელემენტების ინტერპრეტირება, იმ რეალობის კონტექსტში, რომელსაც იგი აღწერს და პირიქით – რეალური ვითარების დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტირება შესაბამისი მოდელის ენაზე;
    მოცემული მოდელის გაანალიზება და შეფასება, კერძოდ, მისი მოქმედების არეალისა და მოდელის ადევატურობის დადგენა; შესაძლო ალტერნატივების განხილვა და შედარება.

პრობლემების გადაჭრა

    ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა;
    პრობლემის განსაზღვრა და მისი ჩამოყალიბება, მათ შორის არასტანდარტულ ვითარებაში (მაგალითად როდესაც პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მათემატიკური პროცედურა ცალსახად არაა განსაზღვრული);
    კოპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით;
    პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიებისა და რესურსების შერჩევა, მათი გამოყენება და ეფექტიანობის მონიტორინგი;
    უკვე ცნობილი ფაქტებისა და სტრატეგიების შერჩევა და ერთმაეთთან დაკავშირება მაღალი სირთულის პრობლემების გადასაჭრელად;
    მიღებული შედეგის კრიტიკული შეფასება კონტექსტის გათვალისწინებით და ზღვრული შემთხვევების კვლევა;
    პრობლემის გადაჭრისას ადევატური დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევა და მათი გამოყენება.

დამოკიდებულება

    თანამშრომლობა ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას; კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში;
    სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა;
    მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში;
    ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისას ეთიკურ/სოციალური ხასიათის პრობლემების გაცნობიერება და ეთიკური ნორმების დაცვა.


8.
ძირითადი თემები
1.რიცხვები 1- დან 100- მდე.
2.რიცხვების დალა-გება და შედარება
3.შეკრება და გამოკლება.
4.ჩვენი ფული
5. გაორმაგება
6.განახევრება
7გეომეტრიული ფიგურები
8.განვალაგოთ საგნები
9.დააკვირდით კანონზომიერებას
10.ცხრილი და პიქტოგრამა
11.თამაშები და სავარჯიშოები
12.ტესტი
13.ასი, ორასი, სამასი...
14.დავწეროთ და წავიკითხოთ რიცხვები
15.შევკრიბოთ და გამოვაკლოთ ასეულები
16.ასეულები ათეულები, ერთეულები.
17.სამნიშნა რიცხვები
18.ფული და საყიდლები
19.რამდენი ათეულია რიცხვში?
20.შევადაროთ სამნიშნა რიცხვები
21. სამნიშნა რიცხვის უახლოესი ათეული
22.სამნიშნა რიცხვების უახლოესი  ასეული
23.რა ვიცით სამნიშნა რიცხვების შესახებ
24.აღვნიშნოთ ფიგურის წვეროები ასოებით.
24.დავხაზოთ ფიგურები
25.შევადგინოთ ფიგურები
26. დავყოთ ფიგურა ნაწილებად
27.ფრჩხილები
28.მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა
29.გამოვთვალოთ ზეპირად
30.გამოვთვალოთ   ადვილი ხერხით
31.შევავსოთ მრგვალ რიცხვამდე
32.დავშალოთ რიცხვები
33.გავზომოთ საგნების სიგრძე
34.სანტიმეტრი
35.დეციმეტრი
36.მეტრი
37.მონაკვეთის სიგრძე
38.ფიგურის გვერდების სიგრძე
39.მანძილი საგნებს შორის
40. რა დროა საათზე?
41.კალენდარი
42.გავზომოთ დრო
43.გავზომოთ საგნის სიგრძე
44. დავაჯგუფოთ მონაცემები
45.დავაჯგუფოთ ფიგურები
46.დავალაგოთ მონაცემები
47.ცხრილი
48.პიქტოგრამა
49. რა ვისწავლეთ
50.გამრავლება- ახალი მოქმედება
51.რა არის გამრავლება
52.გამრავლების თვისება
53.თანამამრავლი. ნამრავლი.
54.ერთზე გამრავლება
55.ნულზე გამრავლება
56.რა ვისწავლეთ
57.კიდევ ერთი მოქმედება-გაყოფა
58.რა არის გაყოფა
59.გასაყოფი, გამყოფი, განაყოფი
60.გამრავლება და გაყოფა
61. 2-ზე გამრავლება და გაყოფა
62. 3-ზე გამრავლება და გაყოფა
63. 4-ზე გამრავლება და გაყოფა
64.  5-ზე გამრავლება და გაყოფა
65.  6-ზე გამრავლება და გაყოფა
67.  7-ზე გამრავლება და გაყოფა
68.  8-ზე,  9-ზე  გამრავლება და გაყოფა
69.გამრავლების ცხრილი
70.რა ვისწავლეთ?
71.პითაგორას ცხრილი
72.ბრტყელი და სივრცითი ფიგურები
73.ამოვიცნოთ სივრცითი ფიგურები
74.წახნაგი. წიბო. წვერო
75.რა ვისწავლეთ
76.რა ვიცით რიცხვითი გამოსახულების შესახებ?
77.შევადაროთ რიცხვითი გამოსახულებები
78.რიცხვითი გამოსახულებები ტოლი მნიშვნელობით
79.უცნობი შესაკრები
80.უცნობი საკლები და მაკლები
81.უცნობი თანამამრავლი, უცნობი გამყოფი
82.რა ვისწავლეთ
83.მოიფიქრე  მოისაზრე
84.ვისწავლოთ ტექსტის გააზრება
85.დავსვათ კითხვები
86.შევაგროვოთ მონაცემები
87.დავახასიათოთ მონაცემთა ერთობლიობა
88.პიქტოგრამა
89. რა ვისწავლეთ
90.მოიფიქრე, მოისაზრე
91.ერთი ათასი, ორი ათასი...
92.ჩავწეროთ და წავიკითხოთ რიცხვები
93.ათასეულები,  ასეულები, ათეულები, ერთეულები,
94.რიცხვის უახლოესი ათასეული
95.შევადაროთ რიცხვები.
96.შევკრიბოთ რიცხვები
97.გამოვაკლოთ რიცხვები
98.რა ვისწავლეთ,  რა ვიცით
99.რიცხვები და მოქმედებები
100.გეომეტრიული ფიგურები
101.პიქტოგრამა და ცხრილი




                                                                                            
9.
სასწავლო საგნის  ამოცანები
მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში გამოყოფილია ოთხ მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები; გეომეტრია და სივრცის აღქმა; მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა; კანონზომიერებები და ალგებრა.
ეს მიმართულებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მოიცავს იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელსაც მოსწავლე უნდა დაეუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. მიმართულებებად დაყოფა არ ნიშნავს კურსის ანალოგიურ დაყოფას, იგი მხოლოდ წარმოაჩენს შესასწავლი მასალის სპექტრს და საშუალებას იძლევა მიეთითოს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს მეტი ყურადღება სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე.
1.    რიცხვები და მოქმედებები:
   რიცხვები, მათი გამოყენებები და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები;
   მოქმედებები რიცხვებზე და რიცხვითი თანაფარდობები;
   რაოდენობათა შეფასება და მიახლოება;
   სიდიდეები, ზომის ერთეულები და რიცხვების სხვა გამოყენებები.
2.    გეომეტრია და სივრცის აღქმა:
   გეომეტრიული ობიექტები: მათი თვისებები, ურთიერთმიმართება და კონსტრუირება;
   ზომა და გაზომვის საშუალებები;
   გარდაქმნები და ფიგურათა სიმეტრიულობა;
   კოორდინატები და მათი გამოყენება გეომეტრიაში.
3.    მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:
   მონაცემთა წყაროები და მონაცემთა მოპოვების საშუალებები;
   მონაცემთა მოწესრიგების ხერხები და მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები;
   მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები;
   ალბათური მოდელები;
   შერჩევითი მეთოდი და შერჩევის რიცხვითი მახასიათებლები.
 ამ საფეხურზე უნდა მოხდეს არითმეტიკული მოქმედებების და მათი ადევატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება; არითმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება.
გარდა ამისა, მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ათობითი პოზიციური სისტემის სრულყოფილი გაგება და მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას მისი გამოყენების უნარი; წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, მდებარეობა რიცხვით ღერძზე და გაყოფის შედეგი) გააზრება.


კანონზომიერებები და ალგებრა

ამ მიმართულების ძირითადი მიზანია, მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს კანონზომიერე­ბების, ალგებრული მიმართებებისა და ფუნქციური დამოკიდებულებების ამოცნობის და აღწერის, აგრეთვე მათი საშუალებით მოვლენების მოდელირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.
 ამ საფეხურზე მიმართულების მიზანია მარტივი კანონზომიერებებისა და სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვითარება, არითმეტიკული ოპერაციების თვისებების და ასოითი აღნიშვნების გამოყენების შესწავლა.

გეომეტრია და სივრცის აღქმა

ამ მიმართულების ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტებისა და მათი თვისე­ბების, გაზომვების, გეომეტრიული გარდაქმნებისა და გეომეტრიაში ალგებრული მეთოდების გამოყენების შესწავლა.
 ამ საფეხურზე, მიმართულების ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნარის განვითარება; გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება; ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფების, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.

 

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სტატისტიკური ცნებებისა და აპარატის შემოტანის მიზანია მონაცემთა შესახებ მოსწავლეთა ინტუიციური წარმოდგენების მოწესრიგება, სტრუქტურებად ჩამოყალიბება და მოსწავლეების ალბათურ-სტატისტიკური ხერხების გამოყენების უნარის და ინტუიციის განვითარება.
         ამ საფეხურზე მიმართულების სწავლების მიზანია მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს – თვისბრივ და დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს.
10.
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
 მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
 მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
 მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
 მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
 მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდულ განლაგებებს (მიმდევრობებ) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
 მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
 მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
მოსწავლეს შეუძლია  თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
11.
კურსის ორგანიზაცია
11.1 მენეჯმენტის ხერხები
11.2 მეცადინეობის ფორმები
11.3 სწავლების მეთოდები

 საერთო საკლასო მუშაობა
ინდივიდუალური (დამოუკიდებელი) მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობები;
ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობენ მასწავლებელი და მოსწავლე,  ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას.
სემინარის დანიშნულებაა მოსწავლეებს მიეცეს გაკვეთილზე მოსმენილი თემების გაღრმავების საშუალება. პედაგოგის მითითებით მოსწავლე მოიძიებს დაამუშავებს დამატებით ინფორმაციას, ამზადებს
პრეზენტაციას, წერს ესეს და სხვ.  საბოლოდ კეთდება დასკვნები.
პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის საშუალებით თეორიული მასალის თანდათანობითი შესწავლა, რაც თეორიული მასალის დამოუკიდებლად გამოყენების ჩვევების გამომუშავების საფუძველია.

1. დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს ოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს მოსწავლეებს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
2. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება – იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
3. ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფურად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ თავის მოსაზრებებს ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
4. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს პროცესი სწავლებისას ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

5 . დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ მოსწავლეებს  შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორცმასწავლებლის, ასევე მოსწავლის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთსასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად
წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
6. ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არისმიმართული ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდანზოგადისკენ.
7 . დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
8. ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის,შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნითარსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
9. სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის დანახვისუნარის განვითარებას.
10 .ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო მოსწავლეები  მოსმენით,დამახსოვრებითა და
გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.
11. პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც
მოსწავლეს  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ამ შემთხვევაში მოსწავლე შეძენილიცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას, მაგალითად,  რუკის კითხვა, სქემების შედგენა და სხვ.
12. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პედაგოგისა და მოსწავლის ქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

12.
სასწავლო კურსის შეფასება
1) საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები
1.       მათემატიკური ცნებებისა და დებულებების გამოყენება;
2.       კავშირებისა და მიმართებების დადგენა;
3.       მათემატიკური ობიექტების წარმოდგენა და მათემატიკური ენის ფლობა;
4.       მსჯელობა - დასაბუთება;
5.       ამოცანის ჩამოყალიბება;
6.       მოდელირება;
7.       ამოცანის ამოხსნის გზა და მისი რეალიზება;
8.       გამოთვლები;
9.       დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.


სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
1.      შემოქმედებითობა;
2.      თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
3.      სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
4.      სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი.


 დაწყებით კლასებში  განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
1.      არითმეტიკული მოქმედებების შესრულება (მათ შორის საგანთა ერთობლიობების გამოყენებით);
2.      არითმეტიკული მოქმედებების სიტყვიერი აღწერა (მაგალითად: ”...ჯერ”, ”...ით”);
3.      რიცხვების ჩაწერა და დასახელებები;
4.      გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და მათი აღწერა;
5.      ფიგურების კონსტრუირება;
6.      ფიგურების ურთიერთგანლაგების აღწერა;
7.      მანძილის გაზომვისა და განსაზღვრის ხერხების / საშუალებების ცოდნა და გამოყენება;
8.      მარტივი კანონზომიერებების ამოცნობა და გავრცობა (მაგალითად: საგანთა მიმდევრობები, რიცხვების პერიოდული მიმდევრობები, ფიგურების მოზაიკური განლაგება);
9.      მიმართულების, გადაადგილების და მარშრუტის სიტყვიერი აღწერა და სქემატური გამოსახვა;
10.  ტერმინების: "ყველა", "ყოველი", "თითოეული", ზოგიერთი", "ერთ-ერთი", "არცერთი", "ერთადერთი" გამოყენება რიცხვების თვისებების ან რიცხვთა ერთობლიობებს შორის მიმართებების დადგენისას;
11.  მონაცემთა დალაგება, დაჯგუფება და კლასიფიკაცია მითითებული კრიტერიუმების მიხედვით;
12.  საზომი ერთეულების (მანძილის, დროის, ფულის ერთეულების) და მათ შორის მიმართებების ცოდნა და გამოყენება.
13.
რესურსები:
მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტ საიტები,  ადამიანური რესურსები

მათემატიკა-ირინა რუხაძე  გამომცემლობა ,,პედაგოგიკა“-2013წ
დამატებითი სავარჯიშოები მათემატიკაში-ირინა რუხაძე, ნაია ბაციკაძე  -გამომცემლობა  ,,პედაგოგიკა“2011წ
მათემატიკა- მასწავლებლის წიგნი- გამომცემლობა ,,პედაგოგიკა“-  2011წ

უკაბელო ლოკალური ქსელი,   როუტერი,       ბუქები,   პროგრამა ,,კლასის მართვა“ 
Google.ge,      Wikipedia.
მასწავლებელი, მოსწავლე,  დირექცია, მშობელი.
14.
მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები

მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
 მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.
მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან, თვლასთან და შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.
მოსწავლეს შეუძლია საგნებისა და ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) წარმოდგენა, შედარება და გამოკვლევა.
 მოსწავლეს შეუძლია საგნებს შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემული შესაბამისობის გავრცობა, გამოსახვა და გამოკვლევა.
 მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი გამოსახულების შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად.
 მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
 მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
 მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა წრფივი ზომების და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
 მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა.
 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტირება.
15.
სამუშაო დისციპლინა
15.1 წლის მანძილზე ჩასატარებელი ტესტირების რაოდენობა
15.2 წახალისების
ფორმები
10 ტესტი (თან ერთვის სილაბუსს)
მოსწავლეთა წასახალისებლად გამოიყენება შინაგანი და გარეგანი მოტივაციის  ფორმები:
  .მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.
  .არჩევანის თავისუფლების მინიჭება.
  .თამაშის ტიპის აქტივობების ჩართვა. 
   .სიგელის მადლობის ბარათების გაცემა კარგი და გაუმჯობესებული შედეგებისათვის.
   . წერილობითი და სიტყვიერი შექება.



ბუნება



კომპონენტები
ინსტრუქცია
1.
მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო  ინფორმაცია

მარინე გრიგოლია
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 551099466
2.
სასწავლო საგნის
სახელწოდება
ბუნებისმცოდნეობა
3.
სწავლების კლასი
III კლასი
4.
სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა
ორი სემესტრი
35 კვირა  -102  სასწავლო დღე
პირველი სემესტრი -44სასწავლო დღე
მეორე  სემესტრი   -  58სასწავლო დღე
5.
სასწავლო კურსის  ზოგადი აღწერა
თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტი გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და  უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
იმისათვის, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებამ დააკმაყოფილოს აღნიშნული კრიტერიუმები, საჭიროა მოსწავლეს:             
·           გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·           განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·           ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·           გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·           განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილიგანსაზღვრა;
·           მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·           გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
·           გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.

ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიებს უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა. იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია - “გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა” (“ბუნების კარი”, I გამოცემის წინასიტყვაობა).

6.
სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში
ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი.
7.
სასაწავლო საგნის მიზანი
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.
სწავლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლე იწყებს გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირებას და უჩნდება მისი კვლევის სურვილი.
სწავლების ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას,  შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების, მატერიის, ენერგიის და ფიზიკური ძალების შეცნობას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
დაწყებით საფეხუზე მოსწავლეს უვითარდება სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რომელთაგან პრიორიტეტულია:
·           გარემოზე დაკვირვება (როგორც საკუთარი შეგრძნბის ორგანოების, ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით);
·           ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა;
·           მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
·           გამოსაკვლევი საკითხის შესახებ  კითხვების დასმა;
·           ობიექტების კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების მიხედვით;
·           რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და  პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
·           გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.



8.
ძირითადი თემები
 თავი 1.მზე, დედამიწა, მთვარე        
 თავი 2.სიცოცხლის გამოვლინება    
ტესტი 1
 თავი 3.ხმელეთი და წყალი                  
 თავი 4.საარსებო გარემო                               
ტესტი 2
 თავი 5.მოძრაობა                                  
 თავი 6.სხეულის ზომა და სიმძიმე   
ტესტი 3
 თავი 7.ბუნებრივი მოვლენები        
 თავი 8.სითბო და სინათლე             
ტესტი 4
 თავი 9.ჯანმრთელობა                                        
 თავი 10.უსაფრთხოება                                      
ტესტი 5
 თავი 11.გარემოზე ზრუნვა                
ტესტი 6
9.
სასწავლო საგნის ამოცანები

ამოცანები:
ცოდნა:
·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
·           სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
·           დედამიწა და გარესამყარო;
·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
·           დაკვირვება, აღწერა;
·           კვლევის საგნის განსაზღვრა;
·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
·           აღრიცხვა;
·           კლასიფიკაცია;
·           გაზომვა;
·           კომუნიკაცია;
·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;
·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
·           ცდის დაგეგმვა;
·           ცდის ჩატარება;
·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
·           მოდელის შექმნა და გამოყენება.

დამოკიდებულება:
·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
·           საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
·           თანამშრომლობის სურვილი;
·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.


10.
სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის  სხეულის ძირითად   ნაწილების აღწერა.
მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის
 თვისება.
მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
მოსწავლეს შეუძლია  ნაცნობ გარემოში           ორიენტირება.
მოსწავლეს შეუძლია ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება.
მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.


11.
კურსის ორგანიზაცია
11.1 მენეჯმენტის ხერხები
11.2 მეცადინეობის ფორმები
11.3 სწავლების მეთოდები


საერთო საკლასო მუშაობა
ინდივიდუალური (დამოუკიდებელი) მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
         

ლექცია, სემინარი,პრაქტიკული მეცადინეობები;
ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობენ მასწავლებელი და მოსწავლე,  ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას.
სემინარის დანიშნულებაა მოსწავლეებს მიეცეს გაკვეთილზე მოსმენილი თემების გაღრმავებისსაშუალება. პედაგოგის მითითებით მოსწავლე მოიძიებს დაამუშავებს დამატებით ინფორმაციას, ამზადებს
პრეზენტაციას, წერს ესეს და სხვ.  საბოლოდ კეთდება დასკვნები.
პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისსაშუალებით თეორიული მასალის თანდათანობითი შესწავლა, რაც თეორიული მასალისდამოუკიდებლად გამოყენების ჩვევების გამომუშავების საფუძველია (რუკებზე, სქემებზე, ატლასებზე, ცხრილებზე მუშაობა)

1. დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულიმეთოდი. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს ოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსადა აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არშემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს მოსწავლეებს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
2. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება – იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაცჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ შეისწავლოს, არამედდაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრიმუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
3. ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფურად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფის წევრებიინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ თავისმოსაზრებებს ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარეშესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციებისგადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის მაქსიმალურჩართულობას სასწავლო პროცესში.
4. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნისმიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს კონკრეტულ პრობლემას.
5. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება დასმული ამოცანისეტაპობრივგადაწყვეტას. ესპროცესი სწავლებისას ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორისკავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

6. გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული მეთოდიშემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე. მეთოდი გულისხმობს თემისფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა დაგამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს პრობლემისადმიშემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. მეთოდის გამოყენება ეფექტიანიამრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადიეტაპისგან:
 პრობლემის/საკითხის განსაზღვრა შემოქმედებითი კუთხით;
 დროის გარკვეულ მონაკვეთში საკითხის ირგვლივ მსმენელთა მიერგამოთქმულიიდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე);
 შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის
დასადგენად;
 შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ გასაზღვრული კრიტერიუმებით;
 გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებადასმულ საკითხს;
 უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის
საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
7 . დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენასგულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირშემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზითმოვაწოდოთმოსწავლეებს  შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორცმასწავლებლის, ასევე მოსწავლის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთსასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულებამოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად
წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
8. ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არისმიმართული ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდანზოგადისკენ.
9 . დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
10. ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით
არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
11. სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის დანახვისუნარის განვითარებას.
12 .ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია,
თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით
გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო მოსწავლეები  მოსმენით,დამახსოვრებითა და
გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.5
13 . წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებმოქმედებებს:
ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა,
რეფერატის ან ესეს შესრულება და სხვ.
14. პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც მოსწავლეს  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ამ შემთხვევაში მოსწავლე შეძენილიცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას, მაგალითად,  რუკის კითხვა, სქემების შედგენა და სხვ.
15. ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლისდაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
16. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პედაგოგისა და მოსწავლის ქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
17 . პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხებისერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა მო სწავლის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი პრეზენტაციისპირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკულიაქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.



12.
სასწავლო კურსის შეფასება
1) საშინაო დავალებ
დავალების ტიპები: საშინაო  ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება,  კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა.

ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.
2) საკლასო დავალებ
           დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.

ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    სოციალური უნარ-ჩვევები;
5.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.


3) შემაჯამებელი დავალებ
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა აფასებდეს საბუნებისმეტყველო საგნების  სტანდარტით განსაზღვრული  შედეგების მიღწევის დონეს.
სტანდარტის მოთხოვნათა შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. საბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ტესტი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო, საველე/გასვლითი სამუშაო, მოდელირება, პროექტი, პრეზენტაცია და სხვა.
ფასდება შემდეგი უნარები:
1.    სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2.    კვლევის უნარ-ჩვევები;
3.    პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4.    კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
5.    სოციალური უნარ-ჩვევები;
6.    თვითმართვის უნარ-ჩვევები.



13.
რესურსები:
მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტ საიტები,  ადამიანური რესურსები

ბუნება-მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა- 2011წ

ბუნება-მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა- მასწავლებლის წიგნი- 2011წ

უკაბელო ლოკალური ქსელი,   როუტერი,       ბუქები,   პროგრამა ,,კლასის მართვა“ 
Google.ge,      Wikipedia.
მასწავლებელი, მოსწავლე,  დირექცია, მშობელი.



14.
მისაღწევი შედეგები და კომპეტენციები

მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მოსწავლეს შეუძლია    სინათლისა და სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური  წყაროების აღწერა და ერთმანეთისგან განსხვავება.
მოსწავლეს შეუძლია   მოძრაობის გამომწვევი მიზეზების აღწერა.
მოსწავლს შეუძლია საგნების  სიმძიმისა და ზომის მიხედვით განსხვავება.                                                                            მოსწავლეს შეუძლია მზის   და მთვარის დახასიათება.
მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.
მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
 მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.


15.
სამუშაო დისციპლინა
15.1 წლის მანძილზე ჩასატარებელი ტესტირების რაოდენობა
15.2 წახალისების ფორმები




6 ტესტი (თან ერთვის სილაბუსს)
მოსწავლეთა წასახალისებლად გამოიყენება შინაგანი და გარეგანი მოტივაციის  ფორმები:
  .მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.
  .არჩევანის თავისუფლების მინიჭება.
  .თამაშის ტიპის აქტივობების ჩართვა. 
   .სიგელის მადლობის ბარათების გაცემა კარგი და გაუმჯობესებული შედეგებისათვის.
   . წერილობითი და სიტყვიერი შექება.

No comments:

Post a Comment