Monday, July 14, 2014

კლას-საათის თემები

 გაუფრთხილდით  წიგნებს

     ბავშვები  პატარაობიდანვე  უნდა  სწავლობდნენ   წიგნის   გაფრთხილებას.   მათ  უნდა  იცოდნენ,  რომ  წიგნი-  ეს  არის   ცოდნის  სამყარო  უამრავი  საინტერესო   ამბის  გასაგები  საშუალება.   ,,დედა- ენის“   შესწავლის   შემდეგ   თქვენ  შეძელით  სხვა  წიგნები  წაგეკითხათ,  მრავალი  ახალი  რამ  გაგეგოთ,  წიგნი   ის  ჯადოსნური   რამეა,  რომელიც  ზღვის   იქით  გადაგახედებთ,  ვარსკვლავებთან  გამოგზაურებთ...
        წიგნი  თქვენი  ერთგული   და  დაუღალავი  მეგობარია,  თქვენც  უნდა  უმეგობროთ    მას.  მოუფრთხილდეთ,  ყდა  არ  მოახიოთ,  გვერდები  არ  დასვაროთ   არ  ამოვხიოთ.   გაიხსენეთ  რამდენი  სიამოვნება   მოგანიჭათ   მისმა  თითოეულმა  ფურცელმა,   ხომ გინდათ  ეს  სიამოვნება   სხვამაც  გამოსცადოს,  პატარები   ხვალ,  ზეგ   მათ  ხელს  მოკიდებენ  და  იგი  მათი  მეგზური  იქნება,  ჩვენ   ერთად  ავალთ  ბიბლიოთეკაში    და  დავათვალიერებთ  თუ  რა  წიგნებია  თაროზე  დალაგებული.   
ბიბლიოთეკიდან  გამოტანილი  წიგნი  დროზე   დააბრუნეთ,   ცალკე  რვეულში  ჩაინიშნეთ   მისი  მოკლე   შინაარსი.   გახსოვდეთ რამდენად   ხშირად   წაიკითხავთ  წიგნს,  იმდენად  განათლებული  იქნებით.
         

 ,,ნუ  იქნებით  გულგრილნი“

  თქვენ უკვე მეორეკლასელები   ხართ. ორი წელია ერთმანეთის გვერდით  სხედხართ და ერთმანეთის ტკივილს თუ სიხარულს იზიარებთ.მაგრამ  ზოგჯერ გულგრილებიც ხართ, უხეშად  კრავთ  ერთმანეთს  ხელს,  გულსატკენ  სიტყვებსაც  ეტყვით,  თქვენი  ცრემლებიც  მინახავს.
  ბავშვებო  ერთმანეთი  უნდა  გიყვარდეთ! თქვენ დღესაც და მრავალი  წლის  მანძილზე  ერთად  იქნებით, ეს სიყვარული სიცოცხლის  ბოლომდე  გაგყვებათ, ნუ ჩაუვლით გულგრილად ერთმანეთს, მიეშველეთ გაჭირვებაში  ჩავარდნილს,  მოხუცს,  უმწეოს.ერთად ყოფნით  ბევრს  რამეს შეძლებთ,  ცალ-ცალკე ყოფნა გაგიჭირდებათ.

 ,,ათასად  კაცი  დაფასდა  ათიათასად ზრდილობა“

 წიგნის სიყვარული, კარგად სწავლა მისაბაძი საქციელია, მაგრამ    გახსოვდეთ,  ეს  ყველაფერი  ფასს  დაკარგავს,  თუ  არ  გექნებათ  ზრდილობა.
  ,,უზრდელი“ -  გასაკიცხი  სიტყვაა.ყველა  თქვენგანი უნდა ცდილობდეს,  იყოს  ზრდილობიანი.  თუ  გაკვეთილზე    დაარღვევთ  წესრიგს, იხმაურებთ,  შეეპასუხებით მასწავლებელს ან  თანატოლს,  თქვენს მიერ მომზადებული   გაკვეთილი ფასს  დაკარგავს.
   ადამიანები  ერიდებიან უზრდელთან ურთიერთობას, უხეში ბავშვი   მშობლების  გულისტკივილია.   ქართული  ანდაზა ამბობს: ,,კარგი შვილი  დედის  გულის  ვარდიაო.“ ზრდილობიანი იყო ნიშნავს პატივს სცემდე   უფროსებს,  გესმოდეს  მათი,  თანატოლებთან  იყო  მეგობრული.  არ  დაჩაგრო  სუსტი  ამხანაგი.
  მინდა, თითოეულმა შეაფასოს თავისი საქციელი, რაც ცუდი  იყო,  წარსულში  დავტოვოთ, ვეცადოთ ვიყოთ ისეთები, რომ  ჩვენთან ურთიერთობა ყველას  ეხალისებოდეს.

 მე  და   ჩემი  ოჯახი

 ბავშვებისათვის აუცილებელია  ოჯახური   სიმყუდროვე. დედ-მამა, 
ბებია- ბაბუა  ზრუნავენ  თქვენზე.  სიყვარულით  სავსე  ოჯახში  თბილი  ყურადღებიანი  ბავშვები  გაიზრდებით. დააკვირდით,  როგორ  ზრუნავს   დედა  თქვენზე,  თქვენც  უნდა  ეცადოთ. გოგონებმა  ხელი  შეაშველოთ   დედიკოს,  ბებიებს,  გამოგავოთ  ოთახი,  დასვრილი   თეფშები  სარეცხ   ნიჟარაში  მოაგროვეთ. ბიჭებს შეუძლიათ დაჩეხილი შეშების სახლში  შემოტანა. ასე შეეჩვევით შრომას, იქნებით  შრომისმოყვარენი.დაუჯერეთ უფროს  და-ძმებს, უფროსებზე  იზრუნეთ.
გახსოვდეთ  თქვენი ოჯახი ის ადგილია,  საიდანაც  იწყება სამშობლოს  სიყვარული.


 მორიგე  მოსწავლის  ვალდებულებები

  მოსწავლე  როცა  მორიგეა გაკვეთილების  დაწყებამდე  10 წთ-ით  ადრე  ცხადდება  სკოლაში  და  ოთახს  აღებს. მთელი  დღის  განმავლობაში  იგი  ვალდებულია  სისუფთავის  დაცვასა  და  ინვენტარის  მოვლაზე.
      შესვენების  დროს  მხოლოდ  მორიგეს შეუძლია დარჩეს  საკლასო    ოთახში.   გაანიავოს,  მოამზადოს  ცარცი, დაფა,  გასაწმენდი  ჩვარი    და  ა. შ.
    გაკვეთილების შემდეგ მორიგე ალაგებს  ოთახს,  წმენდს  დაფას,  დასუფთავებულ  ოთახს  აბარებს  შემცვლელ  მორიგეს.

 როგორ    დავიცვათ  ქუჩაში  მოძრაობის  წესები

       მოსწავლემ  შინიდან  გასვლის  წინ  თავი  წესრიგში მოიყვანოს.ქუჩაში  ხმამაღლა არ უნდა  ილაპარაკოს,  უზრდელობაა ქუჩაში ჭამა, ქუჩის  დანაგვიანება. იაროს მხოლოდ  ტროტუარზე, დაიკავოს  მარჯვენა  მხარე.
გადავიდეს  მხოლოდ  გადასასვლელზე და  ისიც  შუქნიშნის  მწვანე  ფერზე.
არ უნდა  ითამაშოს ქუჩაში,  ტრანსპორტში  ჩაჯდომისას       დაიცვას წესრიგი.



No comments:

Post a Comment