შებრუნებული გაკვეთილის გეგმა 18.11.2014წ.
გაკვეთილის თემა
|
სამნიშნა რიცხვების რიცხვების შეკრება ქვეშმიწერით
|
საგანი. კლასი.
მასწავლებელი
|
მათემატიკა. III-ბ
კლასი. მარინე გრიგოლია
|
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
გაკვეთილის
მიზანი
|
სამნიშნა რიცხვების ქვეშმიწერით შეკრების დემონსტრირება. განივითარონ წერითი ალგორითმის
გამოყენების უნარ-ჩვევეები. მიღებული ცოდნის
გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
|
გაკვეთილის
შედეგი
|
III.2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების
რომელიმე ხერხის გამოყენება.
· კონკრეტული
მაგალითისთვის ირჩევს და იყენებს ზეპირი ანგარიშის (შეკრება/გამოკლება) სხვადასხვა
ხერხს; ხსნის გამოყენებულ ხერხს და ახდენს მის დემონსტრირებას მოდელზე.
· ირჩევს
და იყენებს შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულების ადეკვატურ ხერხს
კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში;
· იყენებს
თანრიგამდე შევსების/თანრიგის დაშლის ხერხს მოქმედებათა შესრულებისას; ასაბუთებს
მოქმედებათა შესრულების წერით ალგორითმს;
· იყენებს
მოქმედებათა თანმიმდევრობას ზეპირი ანგარიშისას და მარტივი რიცხვითი გამოსახულების
მნიშვნელობის პოვნისას.
|
მოსწავლის წინარე
ცოდნა
|
III.1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა,
შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კითხულობს
და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს ათობითი
პოზიციური სისტემის დემონსტრირებას სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
· ასახელებს
რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს,
წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებების ან სხვა სახით;
· იყენებს
პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას, ალაგებს რიცხვებს ზრდადობით ან კლებადობით
(რიცხვების რაოდენობა არ აღემატება ხუთს);
· ასახელებს
მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს; ასახელებს მოცემული რიცხვის უახლოეს
ათეულს, ასეულს;
· თანრიგების
შესაბამისი ბიჯით ითვლის წინ/უკან მოცემული რიცხვიდან.
|
რესურსი
|
ვიდეო ჩანაწერი „სამნიშნა რიცხვების შეკრება ქვეშმიწერით“
Word-ში შესრულებული სავარჯიშოები: სავარჯიშო1, სავარჯიშო2.
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, საგნობრივი სურათები
ფასების მინიშნებით.
გაკვეთილის მართვაში შექმნილი
ტესტი - qvize2kl.
|
მუშაობის ფორმა
|
ინდივიდუალური, ჯგუფური, წვილური.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
გაკვეთილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე
მოსწავლეებს წინასწარ აქვთ გადაგზავნილი მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეო, თუ
როგორ მოვახდინოთ სამნიშნა რიცხვების შეკრება
ქვეშმიწერით. ,, მოსწავლეებს ეს ვიდეო უნდა ენახათ სახლში“
აქტივობა1. ტესტირება
10 წთ
გაკვეთილის დასაწყისში ტარდება ტესტირება.ტესტის
დასრულების შემდეგ, შედეგების განხილვით განვსაზღვრავ ახალი მასალის ათვისების დონეს. სტატისტიკური
მონაცემების ნახვის შემდეგ ვადგენ რომელ მოსწავლეს რა საკითხი შეეშალა და რაში სჭირდება დახმარება.
აქტივობა 2. მუშაობა ჯგუფებში 10წთ
მოსწავლეები
იყოფიან ჯგუფებად და სახელმძღვანელოში მოცემულ საგნებს აწყვილებენ და ქვეშმიწერით
შეკრებით გამოთვლიან , თუ რა თანხა გადაიხადა თითოეულმა.
I-ჯგუფი
მაგ. დათომ
შეიძინა ქურთუკი და ქუდი. ქურთუკი ღირს 256ლარი, ქუდი კი-141ლარი.
II-ჯგუფი
ნინიმ იყიდა
ფეხსაცმელი და ქოლგა. ფეხსაცმელი ღირს
234ლარი,
145 ლარი.
III-ჯგუფი
გიორგიმ - ფოტოაპარატი და ველოსიპედი. ფოტოაპარატი
ღირს 561 ლარი,
ველოსიპედი332 ლარი.
თითოეული ჯგუფი
მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებს პრეზენტაციას
მსჯელობით.
აქტივობა 3. ინდივიდუალური დავალებების შესრულება
15წთ.
ტესტში/გამოკითხვით ნაჩვენები
შედეგის მიხედვით ვუგზავნი მოსწავლეებს დავალებებს კლასის მართვის პროგრამის გამოყენებით.
დავალებების შესრულების
დროს საჭიროებისამებრ ვაძლევ მოსწავლეებს მითითებებს.
დასრულების შემდეგ მოსწავლეები
უკან გადმომიგზავნიან შესრულებულ დავალებებს.
აქტივობა 3. მუშაობა წყვილებში:10წთ
ვაწყვილებ მოსწავლეებს „მეგობრობის საათის“
დახმარებით ( წინასწარ ისე ვანაწილებ მოსწავლეებს რომ წყვილში იყოს სხვადასხვა დონის
მოსწავლეები), ვურიგებ „დავალების ბარათებს“.
დავალების შესრულების შემდეგ
ხდება ნამუშევრების პრეზენტირება-განხილვა
საშინაო დავალება-გვ.
75 სავ. 4, 5.
|
შეფასება
|
განმავითარებელი
კომენტარები
|
No comments:
Post a Comment